spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

კელი დეგნანი – ეს კონსპირაციული თეორიების ნაწილია, რაც გვინახავს, რასაც ხშირად იმეორებს მმართველი პარტია

აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, რამდენიმე დღის წინ საქართველოში აშშ-ის მოქალაქის მარშალ ქომინსის არშემოშვებასა და სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან ქართველი მოსამართლეების სანქცირებას შორის კავშირი არ არსებობს.

 

როგორც ელჩმა “იმედთან” ინტერვიუში განაცხადა,  “ეს იმ კონსპირაციული თეორიების ნაწილია, რაც გვინახავს, რასაც ხშირად იმეორებს მმართველი პარტია”.

 

“არანაირი კავშირი არ არის. ეს კონსპირაციული თეორიების ნაწილია, რაც გვინახავს, რასაც ხშირად იმეორებს მმართველი პარტია. ეს აბნევს საზოგადოებას. 

 

ამერიკას აქვს ძალიან ხანგრძლივი ისტორია საქართველოს დახმარების, რასაც ვაკეთებთ ეს არის საქართველოს დასახმარებლად – ძლიერი ეკონომიკის, ძლიერი თავდაცვის ხელშესაწყობად. ამისთვის ვართ საქართველოში“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები