spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

დანილოვი – გენერალური შტაბი კონტრშეტევის გადაწყვეტილებას ბოლო მომენტში მიიღებს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი დამოუკიდებლად წყვეტს უკრაინის ჯარების კონტრშეტევას, ასეთი გადაწყვეტილება ბოლო მომენტში დამტკიცდება, – ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა.

 

დანილოვმა კომენტარი გააკეთა პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების შესაძლო “გაჟონვასა“ და მედიის ინფორმაციებზე იმის შესახებ, რომ ამის შემდეგ უკრაინას გარკვეული სამხედრო გეგმების შეცვალა მოუწია.

 

“სპეციალური სამსახურები უფრო ფხიზლად უნდა იყვნენ, როცა საქმე საიდუმლო დოკუმენტებს ეხება”, – აღნიშნა მან.

 

ამასთან, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი და მისი შტაბი კონტრშეტევაზე გადაწყვეტილებას “ბოლო მომენტში” მიიღებს.

 

“თუ ვინმე ფიქრობს, რომ ჩვენ გვაქვს მხოლოდ ერთი ვარიანტი, მაშინ ეს ასე არ არის. სამი ვარიანტიც კი არ არის საკმარისი”, – ხაზგასმით აღნიშნა დანილოვმა.

 

გასული კვირის ბოლოს, The New York Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პენტაგონი იძიებს საიდუმლო ინფორმაციის შესაძლო გაჟონვას უკრაინის არმიის მდგომარეობის და აშშ-ისა და ნატოს უკრაინის მხარდაჭერის გეგმების შესახებ.

 

მოგვიანებით CNN-მა განაცხადა, რომ უკრაინამ შეცვალა ზოგიერთი სამხედრო გეგმა დოკუმენტების “გაჟონვის” გამო.

 

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო აღნიშნავს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევაზე ოფიციალურად საუბარი მხოლოდ პრეზიდენტს, თავდაცვის მინისტრს და უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს შეუძლიათ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები