spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 702 ბენეფიციარს საჩუქრად 100 ლარი ჩაურიცხა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, სოციალურ პროგრამაში ჩართულ 702  ბენეფიციარს საჩუქრად 100 ლარი ჩაურიცხა.

 

“ფულადი დახმარება მიიღო:

 

• მრავალშვილიანმა  ოჯახებმა;

 

• დედ-მამით ობოლმა 18 წლამდე ასაკის ბავშვებმა;

 

• 18 წლამდე ასაკის შშმ პირებმა;

 

• მარტოხელა მშობლებმა;

 

• დიდი სამამულო ომის ვეტერანებმა;

 

• დიდი სამამულო ომის ვეტერანებთან გათანაბრებულმა პირებმა;

 

• დიდ სამამულო ომში გარდაცვლილი ოჯახის წევრებმა;

 

• ომის შემდგომ პერიოდში გარდაცვლილთა ოჯახის წევრებმა;

 

• საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომის მონაწილე ვეტერანებმა; (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 160 000-ს)

 

• საქართველოს მთლიანობისთვის ომის შშმ პირებმა (მათ შორის დევნილები);

 

• ავღანეთის ომის ვეტერანებმა;

 

• ჩერნობილის ავარიის დროს მოწამლულმა პირებმა;

 

• 9 აპრილის მშვიდობიანი აქციის დარბევისას მოწამლულმა პირებმა;

 

• 18 წლის ზევით საპენსიო ასაკამდე I ჯგუფის შშმ პირებმა;

 

ბენეფიციარებს აღნიშნული პროგრამით სარგებლობა წელიწადში 2-ჯერ როგორც აღდგომის, ასევე ახალი წლის დღესასწაულზე შეუძლიათ.

 

მუნიციპალიტეტში 23 სოციალური პროგრამა მოქმედებს, რომლის მთავარი მიზანი სოციალურად დაუცველ ადამიანთა  მდგომარეობის გაუმჯობესება და მორალური მხარდაჭერა წარმოადგენს”, – აცხადებენ მუნიციპალიტეტის მერიაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები