spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან ბეჟაშვილი – მაქვს ეჭვი და დასაბუთებული ვარაუდი, რომ ეს თემა კვლავ შემოგდებულია სამთავრობო მედიის მიერ

“ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციები მხოლოდ მედიაში გაჟღერებულ ინფორმაციებად რჩება და არანაირი სამართლებრივი შედეგები არ მოჰყვება.

 

“მაქვს ეჭვი და დასაბუთებული ვარაუდი, რომ ეს თემა კვლავ შემოგდებულია სამთავრობო მედიის მიერ, რომ გადაიფაროს ივანიშვილის ბაობაბების სკანდალი ნიგერიაში, იმავდროულად, რიკოთზე არსებული კატასტროფული მდგომარეობა, რაც პირდაპირ „ქართული ოცნების“ ბრალეული მოქმედებით არის გამოწვეული და სხვა უამრავი საკითხი, მათ შორის სანქცირების საკითხი. 

 

ამიტომ ჩვენ ვნახავთ, რომ დღეს ეს ინფორმაცია გავა საინფორმაციო სივრცეში და დარჩება სამთავრობო მედიის გავრცელებულ პროპაგანდად“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები