ახმეტაში 18 წლის ბიჭმა 71 წლის ქალი მოკლა.
თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევას წინ სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა, რა დროსაც ქალს მეზობელმა სანადირო თოფიდან ესროლა.
ქალმა მძიმე დაზიანებები სახის არეში მიიღო და მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
არსებული ინფორმაციით, ბრალდებულმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა, თუმცა პოლიციამ ის უკვე დააკავა.