spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

დანილოვი – ხერსონში პუტინი არ ყოფილა, მისი ორეული იყო

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის ოლექსი დანილოვის განცხადებით, ხერსონის ოლქში პუტინი არ ჩასულა და იქ მისი ორეული იმყოფებოდა. 

 

“პირველ რიგში, იქ პუტინი არ ყოფილა, ორეული იყო, ეს საყოველთაოდ ცნობილი ამბავია“, – განაცხადა დანილოვმა.

 

მან გაიხსენა, რომ ნამდვილ პუტინთან შეხვედრამდე ყველამ სავალდებულო 10-14-დღიანი კარანტინი უნდა გაიაროს.

 

“ჩვენ ვხედავთ ყველა ამ შეხვედრას. თუ ეს არის შეხვედრა უცხოეთის წარმომადგენლებთან, მაშინ დისტანცია დაცულია, რომ არაფერი დაემართოს ამ “მსოფლიოში 1 ნომერ ტერორისტს”, – განაცხადა დანილოვმა.

 

მისივე თქმით, პუტინს ძალიან ეშინია, რომ ამდენად გარისკოს.

 

“იქ პუტინი არ იყო. რა თქმა უნდა, იყო ორეული. ის მშიშარაა. ამ გზით ვერ მოვიდოდა, ეს უბრალოდ შეუძლებელია”, – აღნიშნა დანილოვმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები