spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ერდოღანი პირდაპირ ეთერში შეუძლოდ გახდა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი პირდაპირ ეთერში ცუდად გახდა.

საარჩევნო კამპანიის ფარგლებში თურქეთის ლიდერს სამი გამოსვლა ჰქონდა. საღამოს ის ინტერვიუს აძლევდა Ulke TV-ს და Kanal 7-ს, რომელიც ერდოღანის შეუძლოდ გახდომის გამო ცოტა ხნით შეწყდა.

ინტერვიუს გაგრძელების შემდეგ თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ორი დღე მძიმე დღეები ჰქონდა და საზოგადოებას ბოდიში მოუხადა.

არჩევნები თურქეთში 14 მაისსაა დაგეგმილი. 69 წლის ერდოღანის მთავარი მოწინააღმდეგე ქემალ კილიჩდაროღლუა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები