დანია ნიდერლანდებთან ერთად გეგმავს უკრაინისთვის Leopard 2-ის 14 ტანკის გადაცემას, თუმცა მათი მიწოდება მხოლოდ 2024 წლის დასაწყისში იქნება შესაძლებელი, – ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლარს ლიოკე რასმუსენმა და თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ტროელს ლუნდ პულსენმა განაცხადეს.
“ნიდერლანდებთან ერთობლივი პროექტის ფარგლებში უკრაინას Leopard 2-ის 14 ტანკი გადაეცემა. ეს ძალიან სერიოზული დახმარებაა. ამის პარალელურად უკრაინას გადაეცემა Leopard 1-ის 100-მდე ტანკი”, – განაცხადა ლარს ლიოკე რასმუსენმა.
თავის მხრივ, პულსენმა აღნიშნა, რომ ეს 14 Leopard 2 უკრაინას 2024 წლის დასაწყისში მიეწოდება.
“ეს არ არის დანიური ტანკები. ეს არის თანამშრომლობა ტანკების მიწოდებაში, რომლებიც არ არის დანიური, მაგრამ შეძენილია ნიდერლანდებთან თანამშრომლობით. საიდუმლო არ არის, რომ იყო ფართო სურვილი განეხილათ Leopard 2-ის ტანკების გადაცემის შესაძლებლობა, რაც კი არის, უფრო დიდი, ვიდრე Leopard 1. ახლა ეს შესაძლებელია და ვამაყობთ ამით“, – განაცხადა პულსენმა.
მან იმედი გამოთქვა, რომ 2023 წლის ბოლომდე უკრაინაში მინიმუმ 80 ტანკი Leopard 1 ჩავა.