spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბორელი – საქართველოს სჭირდება მეტი რეფორმა, რადგან წლის ბოლოს განიხილება კანდიდატის სტატუსი

ვადასტურებთ, რომ საქართველო მნიშვნელოვან პროგრესს განიცდის, მაგრამ სჭირდება მეტი რეფორმა, რადგან წლის ბოლოს განიხილება საქართველოს კანდიდატის სტატუსი, – საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 

“საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან გვქონდა ლანჩი, რათა განგვეხილა ისტორიული შესაძლებლობა საქართველოს ევროპული პერსპექტივის კუთხით, რომელსაც ასევე სჭირდება დემოკრატიის გაძლიერება. ჩვენ ვადასტურებთ, რომ საქართველო მნიშვნელოვან პროგრესს განიცდის, მაგრამ სჭირდება მეტი რეფორმა, რადგან წლის ბოლოს განიხილება საქართველოს კანდიდატის სტატუსი. 

 

მოვუწოდებთ მინისტრ დარჩიაშვილს, გაუგზავნოს პოზიტიური სიგნალები ბრიუსელსა და წევრ ქვეყნებს გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებული პრიორიტეტების განხორციელებით”, – განაცხადა ბორელმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები