spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბორჯომის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია გაიმართა

ყოველწლიურად 22 აპრილს, დედამიწის დღე აღინიშნება, აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით ბორჯომის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია გაიმართა. 

 

მონაწილეებმა პოლიეთილენის ბოთლების, პარკებისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდეს ე.წ პლატოს მიმდებარე ტერიტორია. ასევე, საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან დასუფთავდა 50-მდე ლოკაცია.

 

დასუფთავების აქციაში ბორჯომის  მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი ტაბატაძე, მერიისა და მუნიციპალიტეტს დაქვემდებარებული ა(ა)იპ-ების თანამშრომლები ჩაერთნენ. გარემოსდაცვით ღონისძიებას 150-მდე მონაწილე შეუერთდა. აღნიშნული აქცია „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების“ ინიციატივით და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით გაიმართა.

 

დედამიწის დღე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს ორასამდე ქვეყანაში აღნიშნავენ. იგი 1970 წელს დაფუძნდა და მიზნად ისახავს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას და დედამიწაზე სუფთა და ჯანსაღ გარემოზე ზრუნვას.

 

საქართველოში დედამიწის დღე პირველად 1990 წელს, საქართველოს მწვანეთა მოძრაობის ინიციატივით აღინიშნა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები