spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

შვედეთი ხუთ რუს დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს

შვედეთი ხუთ რუს დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს.

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ტობიას ბილსტრომის განცხადებით, მათი საქმიანობა დიპლომატის სტატუსთან შეუთავსებელი იყო.

რუსეთის ელჩი ვიქტორ ტატარინცევი დღეს შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს და განუცხადეს, რომ საელჩოს ხუთმა თანამშრომელმა უნდა დატოვოს ქვეყანა, რადგან მათი საქმიანობა შეუთავსებელია დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციასთან.

რუსეთის ელჩმა აღნიშნულ თემაზე კომენტარი არ გააკეთა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები