spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

დანილოვი – ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით ნებისმიერი მუქარა უძლურების და შიშის გამოვლინებაა

რაც უფრო მძიმეა მდგომარეობა ფრონტზე, მით უფრო ხშირად ისმის მოსკოვში მუქარა ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ. ფაქტიურად, კრემლმა უკვე იცის, რომ რუსეთის დამარცხება ომში გარდაუვალია, – ამის შესახებ “ტვიტერზე” უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი წერს.

 

მისი თქმით, რუსეთის ფედერაციის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით ნებისმიერი მუქარა უძლურების და შიშის გამოვლინებაა.

 

“რაც უფრო უარესია სიტუაცია ფრონტზე, მით უფრო ხშირად ისმის ისტერიული “ბირთვული“ განცხადებები, რაც კრემლის მიერ დამარცხების გარდაუვალობისა და ანგარიშსწორების გარდაუვალობის გაგების მაჩვენებელია“, – წერს დანილოვი.

 

როგორც The Guardian წერს, დასავლელი ლიდერები ემზადებიან, რომ პუტინმა შესაძლოა, გამოიყენოს “ყველა ის ინსტრუმენტი, რომელიც მას დარჩა“, მათ შორის ბირთვული საფრთხეები და კიბერშეტევები უკრაინის შეიარაღებული ძალების მოსალოდნელი კონტრშეტევის საპასუხოდ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები