spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

 

ამ ეტაპზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ დგვარში და ჭობისხვებში. 

 

სოფელ დგვარში გზის რეაბილიტაცია ორ ეტაპად განხორციელდა და ჯამში, 1 კმ არმირებული ბეტონის საფარიანი გზა მოეწყო. 

 

პროექტი ითვალისწინებს, სანიაღვრე არხის და ეზოებამდე მისასვლელი გზის მოწყობას, ხოლო, ჭობისხევში საჯარო სკოლის უკან მდებარე  უბანში  არმირებული ბეტონის საფარიანი გზა დაიგება.

 

ამ დროისათვის გზის დამცავი კედლების მოწყობა მიმდინარეობს. 

 

უახლოეს დღეებში გზის რეაბილიტაცია დაიწყება სოფელ დვირში და ქვაბისხევში.

 

მიმდინარე წელს ბორჯომის მუნიციპალიტეტში ჯამში, 9 კმ-მდე  შიდა საუბნო და საქალაქთაშორისო გზა მოეწყობა.

 

გზების კეთილმოწყობის სამუშაოები, ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან და რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები