გერმანიის ყოფილმა კანცლერმა ანგელა მერკელმა თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში რუსეთთან მეგობრული ურთიერთობა კვლავ გაამართლა. მან ასევე ისაუბრა ომის დასასრულებლად მოლაპარაკებების აუცილებლობაზე.
შესაბამისი განცხადება ყოფილმა კანცლერმა ლაიფციგის წიგნის ბაზრობაზე გააკეთა. უკრაინაში ომის დასრულების შესახებ კითხვის საპასუხოდ, მერკელმა მოლაპარაკებებზე მიანიშნა.
რაც შეეხება მის მეგობრულ დამოკიდებულებას რუსეთთან, მერკელმა აღნიშნა, რომ ეს იაფ გაზს უკავშირდებოდა, რადგან ბერლინი იძულებული იყო, ის ეყიდა.
ამასთან, ყოფილი კანცლერი აცხადებს, რომ მან საკმარისი გააკეთა იმისთვის, რათა უკრაინაში ომი არ ყოფილიყო და ის ფაქტი, რომ “არ გამოვიდა, არ ნიშნავს, რომ სწორი არ იყო”.