spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პოდოლიაკი – მოლაპარაკებები რაზე? იაფი გაზი უკრაინელების სიცოცხლის ფასად?

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი მისი მმართველობის პერიოდში რუსეთთან მეგობრული ურთიერთობებისა და კრემლთან სამშვიდობო მოლაპარაკებების მოწოდების შესახებ გერმანიის ყოფილი კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებებს გამოეხმაურა.

 

პოდოლიაკის თქმით, მერკელმა “ევროპა მთლიანად დამოკიდებული გახადა რუსულ ენერგომატარებლებზე“ და ეჭვქვეშ დააყენა მისი განცხადებები იმის შესახებ, რომ მერკელმა თითქოს “ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ რუსეთს ომი არ დაეწყო“.

 

“და ამიტომ მივიღეთ… რუსული იაფი გაზი. ფანტასტიკურია. ბოლოს და ბოლოს, ომი არ დაწყებულა, არა?” – წერს პოდოლიაკი.

 

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველს აინტერესებს “რაზე უნდა ისაუბროს უკრაინამ ომის საერთაშორისო დამნაშავეებთან მოლაპარაკებების დროს”.

 

“ერთი კითხვა: მოლაპარაკებები რაზე? ისევ რუსეთის ფედერაციიდან იაფ გაზზე? მაგრამ საჭიროა თუ არა ეს… უკრაინის განადგურებული ტერიტორიების და ასობით ათასი უდანაშაულო უკრაინელის სიცოცხლის ფასად? და რაც მთავარია, ვისთან? ოფიციალურად აღიარებულ საერთაშორისო ომის დამნაშავეებთან ერთად? მართლაც სასტიკი ომის 430 დღის შემდეგ, შეიძლება ასე ღრმად უგულებელყო თავისუფლება, ასე ღიად არ შეიმჩნიო რუსული ხოცვა-ჟლეტა და ასე ღიად გძულდეს უკრაინის თავდაცვის უფლება?”, – წერს პოდოლიაკი.

 

ის ურჩევს მერკელს “შეწყვიტოს აგრესორის გამართლება და წახალისება“, თუ “წარსულის შეცდომების გამოსწორება არ შეუძლია“.

 

გერმანიის ყოფილმა კანცლერმა ანგელა მერკელმა თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში რუსეთთან მეგობრული ურთიერთობა კვლავ გაამართლა. მან ასევე ისაუბრა ომის დასასრულებლად მოლაპარაკებების აუცილებლობაზე.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები