სიცილიის აღმოსავლეთ სანაპიროზე ზღვაში კოკაინის უზარმაზარი პარტია აღმოაჩინეს.
იტალიის პოლიციამ დაახლოებით 2 ტონა ნარკოტიკი ამოიღო. კოკაინი საგულდაგულოდ იყო შეფუთული 70 წყალგაუმტარ მცურავ ტომარაში, ერთმანეთთან დაკავშირებული და აღჭურვილი მსუბუქი სასიგნალო მოწყობილობით.
მისი ღირებულება დაახლოებით 440 მილიონი დოლარია. წინასწარი ინფორმაციით, მცურავი პაკეტები გამვლელმა სატვირთო გემმა დატოვა.
“ამ ოდენობის ნარკოტიკების იდენტიფიცირება და შემდგომ ამოღება ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია, რაც კი ოდესმე განხორციელებულა იტალიის ტერიტორიაზე“, – განაცხადეს იტალიის ფინანსურ პოლიციაში.