spot_img
spot_imgspot_img
spot_img

77 წლის ქალი, რომელზეც შვილიშვილი სექსუალურად ძალადობდა, გარდაიცვალა

77 წლის  ქალი, რომელზეც სექსუალურ ძალადობაში შვილიშვილია ბრალდებული, გარდაიცვალა. 

 

არსებული ინფორმაციით, ის სახლში გარდაცვლილი დღეს დილით შვილმა ნახა.

 

რა გახდა გარდაცვალების მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია. ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.

 

ადგილობრივების თქმით,  ის მომხდარს განიცდიდა, ნერვიულობდა, შვილიშვილის დაკავების შემდეგ კი მეზობლებთან აღარ კონტაქტობდა. 

 

77 წლის ქალზე სექსუალური ძალადობისათვის 26 წლის, წარსულში ორჯერ ნასამართლევი შვილიშვილია დაპატიმრებული.

 

პროკურატურის ინფორმაციით, ფიზიკური ძალადობით და ძალადობის მუქარით ის ბებიის მიმართ სისტემატურად ახორციელებდა სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებებს.

 

გამოძიება 138-ე და 143-ე მუხლებით მიმდინარეობს. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები