spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

უკრაინამ რუსული ტყვეობიდან “აზოვის” 45 ჯარისკაცი დააბრუნა

6 მაისს სამხედრო ტყვეების გაცვლა მოხდა, “აზოვის” პოლკის 45 მებრძოლი სახლში დაბრუნდა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა განაცხადა.

 

“ყველა მათგანი აზოვის სანაპიროზე 9 წლის წინ შექმნილი დანაყოფის ეროვნული გვარდიელია. 35 რიგითი და სერჟანტი, 10 ოფიცერი. მათ შორის არიან ჯარისკაცები, რომლებიც დაქორწინდნენ მარიუპოლში, აზოვსტალის დაცვის დროს”, – განაცხადა ერმაკმა.

 

მისივე თქმით, გათავისუფლებულთა შორის არის სამხედრო ექიმიც, რომელიც ფართომასშტაბიან შეჭრამდე რუსებს 2.5 წელი ტყვეობაში ჰყავდათ. ის ტყვედ 2015 წელს აიყვანეს.

 

“შემდეგ ის ტყვეობიდან გათავისუფლდა და დაბრუნდა ქვედანაყოფში, მეორედ უკვე რუსების ტყვეობაში აზოვსტალიდან აღმოჩნდა, ახლა ის უკვე სახლშია”, – განაცხადა ერმაკმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები