spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

IAEA – ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან სიტუაცია არაპროგნოზირებადი და პოტენციურად საშიში ხდება

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინფორმაციით, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან სიტუაცია არაპროგნოზირებადი და საშიში ხდება და საჭიროა, დაუყოვნებლივ გადაიდგას ნაბიჯები, რათა ატომურ სადგურზე სერიოზული ავარიის საფრთხე მოიხსნას.

 

“ზოგადი სიტუაცია ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე სულ უფრო არაპროგნოზირებადი და პოტენციურად საშიში ხდება“, – განაცხადა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა რაფაელ გროსიმ.

 

შესაბამისი განცხადება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა მას შემდეგ გაავრცელა, რაც რუსეთმა ქალაქ ენერგოდარიდან მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო. ამ ქალაქში ძირითადად ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის მომსახურე პერსონალი და მათი ოჯახები ცხოვრობენ.

 

რაფაელ გროსის განცხადებით, ატომური ობიექტის თანამშრომლები სადგურზე რჩებიან, თუმცა სიტუაცია პოტენციურად სახიფათოა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები