spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სუნაკი – პუტინი ერთადერთია, ვინც პასუხისმგებელია უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებაზე

პუტინი ერთადერთია, ვინც პასუხისმგებელია უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებაზე, – ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა განაცხადა.

 

“მხოლოდ ერთი ადამიანია პასუხისმგებელი უკრაინაში უკანონო და არაპროვოცირებულ შეჭრაზე და ეს არის პრეზიდენტი პუტინი. დანაშაულები, რომლებიც ჩადენილია საშინელია. ტანჯვა, რომელსაც უკრაინელი ხალხი განიცდის, საშინელია”, – განაცხადა სუნაკმა. 

 

მისივე თქმით, მართებულად მიაჩნია უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა რუსეთის აგრესიის დასაპირისპირებლად.

 

”ეს არის ის, რასაც მე და გაერთიანებული სამეფო გავაგრძელებთ”, – აღნიშნა სუნაკმა.

 

პუტინმა დღეს აღლუმზე განაცხადა, რომ დასავლეთი კონფლიქტების პროვოცირებას ახდენს და სიძულვილს თესავს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები