თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების ყველა ბიულეტენის დათვლა დასრულებულია, ვერც ერთმა კანდიდატმა ხმების 50% ვერ მოიპოვა, ამიტომ მეორე ტური 28 მაისს გაიმართება.
თურქეთის საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის აჰმედ ენერის განცხადებით, დათვლილია ბიულეტენების 100%.
წინასწარი შედეგებით, სახელმწიფოს მოქმედმა მეთაურმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხმების 49,51% მიიღო, მისმა მთავარმა კონკურენტმა ქემალ ქილიჩდაროღლუმ – 44,88%, სინან ოჰანმა – 5,17%, მუჰარემ ინსემ კი 0,44%.
როგორც ენერმა აღნიშნა, თურქეთში პირველად არჩევნების მეორე ტური გაიმართება. 28 მაისს ხალხი გადაწყვეტს, ვინ იქნება შემდეგი პრეზიდენტი – ერდოღანი თუ ქილიჩდაროღლუ.