spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თამარ კორძაია – ვითხოვ მიხეილ სააკაშვილთან შეშვებას

ოპოზიციონერი დეპუტატი თამარ კორძაია საქართველოს მესამე პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან შეშვებას ითხოვს.

 

“შალვა პაპუაშვილს, როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს, აქვს ტექნიკური ვალდებულება, არეგულიროს პარლამენტის წევრისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილება, სპეციალური ნებართვის გარეშე მოინახულოს ნებისმიერი პატიმარი ამ ქვეყანაში. ის გასცდა ამ ტექნიკურ ვალდებულებას და შეგვიზღუდა უფლება განუსაზღვრელი ვადით. შესაძლოა, ასეთი შეზღუდვა იყოს ერთჯერადი ან ერთი თვით, მაგრამ მან ეს გადაწყვეტილება დეკემბერში განუსაზღვრელი ვადით მოიღო. 

 

როდესაც დავუსვი შეკითხვა, რომ უკვე არაგონივრულია პარლამენტის წევრისთვის ასეთი განუსაზღვრელი გადაწყვეტილებით კონსტიტუციური უფლების შეზღუდვა, მან პასუხიც არ გამცა. შესაბამისად სარჩელი წარვადგინე. არ შეიძლება, პარლამენტის თავმჯდომარე ასე თვითნებობდეს და პარლამენტის წევრის მანდატს ზღუდავდეს, თუმცა დღეს ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, დარწმუნებული ვარ, სასამართლო ვერ გაბედავს სწორი და სამართლებრივად გამართული გადაწყვეტილების მიღებას. 

 

ჩვენ არაერთხელ გვინახავს, ირაკლი კობახიძის მოწოდების შემდეგ როგორ დგას მთელი მოსამართლეთა კორპუსი და ასრულებს ირაკლი კობახიძის დავალებას. მე ვითხოვ ჩემთან დაკავშირებით უარის ბათილად ცნობას და მიხეილ სააკაშვილთან ჩემს შეშვებას“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები