საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა გიორგი ხახუბიას პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხი განიხილა.
გიორგი ხახუბია 2023 წლის 29 აპრილის შუალედური არჩევნების შედეგად, N26 საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით აირჩიეს.
კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილია ოქმი, ყველა საჭირო დოკუმენტაცია გიორგი ხახუბიას არჩევის შესახებ, შესაბამისად, კომიტეტმა მისი უფლებამოსილების ცნობის საკითხი დადებითად გადაწყვიტა.
სხდომაზე ასევე განიხილეს საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის მაია მენაღარიშვილის ადგილმონაცვლის სალომე ჯინჯოლავას უფლებამოსილების ცნობის საკითხი. ირაკლი ქადაგიშვილის განმარტებით, სალომე ჯინჯოლავა „ქართული ოცნების“ პარტიული სიით წარდგენილი პარლამენტის წევრობის კანდიდატია.
გიორგი ხახუბიას და სალომე ჯინჯოლავას სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობის საკითხს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე უყრის კენჭს.