spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნიკა ობოლაძე – ეს სანქციები უნდა აღსრულდეს, თუ გვინდა, რომ დამანგრეველი ეფექტი თავიდან ავიცილოთ

ივანიშვილი ახლა ცდილობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ათქმევინოს, რომ ისინი ამ სანქციებს რაღაც პირობებით შეუერთდებიან. ეს არის ვაჭრობა და ამ ვაჭრობაში მას არ აქვს არანაირი შანსი, – ამის შესახებ  Front news-ს “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ეკონომიკური საკითხების მდივანმა ნიკა ობოლაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები უნდა აღსრულდეს.

“ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი და ცივილიზებული სამყარო არიან შეთანხმებულები იმის შესახებ, რომ გამოიყენონ სანქციები მათ წინააღმდეგ ვინც ებრძვის დემოკრატიას, ვისაც უნდა დასავლური ღირებულებების განადგურებამდე მიყვანა და ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვა. აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები არის აღიარებული სრულიად ევროპაში და ამ სანქციებთან არ მიერთება, ამ სანქციების შეუსრულებლობა გამოიწვევს უზარმაზარ უარყოფით ეფექტს საქართველოსთვის, ეს გამოიწვევს უდიდეს დარტყმას.

რაც შეეხება საქართველოს მთლიან ეკონომიკას, საფინანსო სექტორს, სამართლებრივ სექტორს. არ შეიძლება ამ თემებით თამაში. აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები უნდა აღსრულდეს. ეს არის აუცილებელი საქართველოს ეკონომიკის გადარჩენისთვის.

ივანიშვილი უბრალოდ წირავს ქვეყანას კატასტროფისთვის, როდესაც ფაქტობრივად შედის პირდაპირ დაპირისპირებაში ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან.

ის ახლა ცდილობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ათქმევინოს, რომ ისინი ამ სანქციებს რაღაც პირობებით შეუერთდებიან. ეს არის ვაჭრობა და ამ ვაჭრობაში მას არ აქვს არანაირი შანსი. ეს სანქციები უნდა აღსრულდეს თუ გვინდა, რომ დამანგრეველი ეფექტი თავიდან ავიცილოთ“, – განაცხადა ობოლაძემ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ საქართველოს 60-ზე მეტ მოქალაქეს და მათი ოჯახების წევრებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა. სანქციები შეეხოთ მათ შორის პარლამენტის წევრებს და ბიზნესმენებს. ასევე, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა დაასანქცირა შსს-ს მაღალჩინოსანი ზვიად ხარაზიშვილი, მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, “ალტ-ინფოს” ორი წევრი – ზურა მახარაძე და კონსტანტინე მორგოშია.

საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეზე სანქციათა რეჟიმი ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები