სოფელ კაბალში თანასოფლელმა 28 წლის მამაკაცი დაჭრა.
ახალგაზრდას ჭრილობები მუცლის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
დაჭრილი კლინიკაშია გადაყვანილი და ექიმის თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო.