spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თინა ბოკუჩავა – მოველით, რომ პარლამენტმა განახორციელოს საკუთარი უფლებამოსილება და აკრძალოს სანქცირებულ პირთა შემოსვლა საქართველოს ტერიტორიაზე

მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ მოხდეს იმ კანონპროექტის განხილვა, რომელიც ჯერ კიდევ წინა წელს დააინიცირა “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ”. აღნიშნულ საკითხს დავაყენებთ ბიუროს სხდომაზე და მოველით, რომ საქართველოს პარლამენტმა განახორციელოს საკუთარი უფლებამოსილება, რათა დაიცვას ქვეყნის ეროვნული ინტერესი და აკრძალოს სანქცირებულ პირთა შემოსვლა საქართველოს ტერიტორიაზე, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

 

“ჯერ კიდევ შარშან, ფრაქცია “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” ინიცირება მოახდინა კანონპროექტის, რომელიც აკრძალავდა სანქცირებული პირების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას. ნაცვლად იმისა, რომ უმრავლესობას ეს კანონპროექტი განეხილა დაჩქარებული წესით, მათ აღნიშნული კანონპროექტი თაროზე შემოდეს და გაყინეს საპარლამენტო პროცესი. “რუსულმა ოცნებამ” შემოუშვა გავრილოვი, თავის დროზე, რომელმაც საქართველოს მიმართა იმ სკამიდან, საიდანაც საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა, მათ შემოუშვეს რუსი პროპაგანდისტი პოზნერი, როდესაც ქვეყანა დახურული იყო, მათ შემოუშვეს ახლა უკვე ლავროვის ოჯახის წევრები, რომლებიც არიან საერთაშორისოდ სანქცირებული პირები და რომლებისთვისაც დაკეტილია მთელი თავისუფალი სამყარო. ვინ იქნება შემდეგი ამ ხელისუფლების პირობებში? თავად ლავროვი? რომელიც არქიტექტორია 2008 წლის ომის, გენოციდის, ჩვენი მოქალაქეების დახოცვის, უკრაინის ომის და რომელიც ამბობს, რომ ის აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე. ვის ველოდოთ საქართველოში შემდეგს? ამ ხელისუფლების პირობებში არ არსებობს არანაირი გარანტია, რომ მომავალშიც არ შემოვლენ საქართველოს ტერიტორიაზე სანქცირებული პირები.

 

ამიტომ ჩვენ მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ მოხდეს იმ კანონპროექტის განხილვა, რომელიც ჯერ კიდევ 1 წლის წინ დააინიცირა “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ”. ჩვენ აღნიშნულ საკითხს დავაყენებთ დღეს ბიუროს სხდომაზე და მოველით, რომ საქართველოს პარლამენტმა საკუთარი უფლებამოსილება განახორციელოს იმისთვის, რომ დაიცვას ქვეყნის ეროვნული ინტერესი და აკრძალოს სანქცირებული პირების შემოსვლა საქართველოს ტერიტორიაზე”, – განაცხადა ბოკუჩავამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები