“ნაციონალური მოძრაობა” სანქცირებული პირების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლასთან დაკავშირებით მომზადებულ საკანონდებლო ინიციატივას საერთაშორისო პარტნიორებს და საელჩოებს გააცნობს.
ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ანა წითლიძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“წელიწადზე მეტია, “ქართულ ოცნებას” თაროზე აქვს შემოდებული ჩვენი საკანონმდებლო ინიციატივა, მაშინ, როდესაც დაჩქარებული წესით გააქვს ყველა ის კანონპროექტი, რომელიც მისთვის სასურველია, ამიტომაც ჩვენ, გარდა იმისა, რომ დღეს მოვითხოვთ განიხილონ ეს კანონპროექტი, ასევე შევხდებით ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს, კომუნიკაცია გვექნება დიპლომატიურ წარმომადგენლებთან, საელჩოებთან, რომ გავაცნოთ ჩვენი საკანონმდებლო ინიციატივა, ასევე გავაცნოთ და მოვუყვეთ ის, როგორ აფერხებს “ქართული ოცნება” ამ საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას”, – განაცხადა წითლიძემ.
“ნაციონალური მოძრაობა” მათ მიერ წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას მოითხოვს, რომელიც “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” კანონპროექტში ცვლილებებს ითვალისწინებს.