spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“ბათუმსა და ნოვოროსიისკს შორის რეგულარული საზღვაო გადაზიდვების დაწყების შესახებ ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება”

სომხეთის ცალკეული მედია საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია ბათუმსა და რუსეთის ქალაქ ნოვოროსიისკს შორის მიმდინარე წლის აპრილიდან რეგულარული საზღვაო გადაზიდვების დაწყების შესახებ, ინტერპრეტირებულია და სინამდვილეს არ შეესაბამება, – ამის შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნული.

 

“რაც შეეხება ცნობას კონკრეტული გადაზიდვების შესახებ, აპრილში, პალაუს დროშის ქვეშ მცურავმა გემმა “Haci Musa Ucak“- (IMO 9128544), ნამდვილად შეასრულა ორი კომერციული რეისი ნოვოროსისკსა და ბათუმს შორის. ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ეს არ არის რეგულარული რეისი, და სრულად არის კომერციული ხასიათის, რომელიც სისტემატურად ხორციელდება. აღნიშნული გემის მფლობელი კომპანია, რომელიც არ იძებნება სანქცირებულთა სიაში, კვლავ გეგმავს კომერციული რეისების შესრულებას. რაც შეეხება ტვირთს, ის სრულად ტრანზიტულია და განკუთვნილია სომხეთის რესპუბლიკისთვის.

 

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, მუდმივ რეჟიმში ახორციელებს როგორც გემების, ასევე გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით. შეაბამისად, თუკი გემი, ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში, მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და შესაბამისი პროცედურების განხორციელების უფლება”, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

Armenpress-ის ინფორმაციით,  C&M INTERNATIONAL-მა, ტვირთების გადაზიდვა საზღვაო გზით ნოვოროსიისკი-ბათუმის, ბათუმი-ნოვოროსიისკის მიმართულებით აპრილიდან დაიწყო. ტვირთის გადაზიდვა სომხეთის მთავრობის სუბსიდიით ხორციელდება. 

 

“დღეს ჩვენს გემს შეუძლია 350 კონტეინერის გადატანა. 18 აპრილს ჩვენ წარმატებით დავასრულეთ პირველი გადაზიდვა. ვგეგმავთ ყოველკვირეულად ერთ რეგულარულ რეისს ნოვოროსიისკსა და ბათუმს შორის და უკან. მოთხოვნის პარალელურად, საჭიროებისამებრ, 2-3-ჯერ შევძლებთ ტრაფიკის გაზრდას”, – აცხადებს ილოიანი. 

 

“ჩვენ მხოლოდ ერთი გზა გვქონდა – ზემო ლარსი, დღეს გვაქვს მეორე გზაც”, – განაცხადა კომპანიის დირექტორმა. მისი თქმით, თუ ტვირთის გადაზიდვის ნაწილი საზღვაო გზით განხორციელდება, მაშინ ზემო ლარსზე მანქანების ნაკადიც შემცირდება, “შედეგად, ტურისტებს გაუადვილდებათ გადაადგილება”.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები