საქართველოს ხვალ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში, რომელიც 24 მაისს გაიმართება, კოლომინა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდება.
დღის ბოლოს გაიმართება ბრიფინგი, სადაც ნატოს სპეციალური წარმომადგენელი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებს.
როგორც SOVA წერს, ნატოს მაღალი რანგის წარმომადგენლის ვიზიტი საქართველოში 11-12 ივლისს ვილნიუსში დაგეგმილი ალიანსის სამიტის წინ და იმ კრიტიკის ფონზე შედგება, რომელიც ბოლო დროს დასავლეთიდან ოფიციალური თბილისის მიმართ ისმის.