“ვაგნერის” დამფუძნებლის ევგენი პრიგოჟინის განცხადებით, ბახმუტისთვის ბრძოლებში 10 ათასი ყოფილი პატიმარი დაიღუპა.
პრიგოჟინის თქმით, “ვაგნერში” აყვანილი იყო 50 000 პატიმარი, საიდანაც დაახლოებით 20% დაიღუპა.
მისივე თქმით, ზარალის იგივე წილი დაქირავებულთა სხვა კატეგორიებს შორისაა.
რამდენიმე დღის წინ პრიგოჟინმა განაცხადა, რომ ბახმუტს მთლიანად აკონტროლებენ, რასაც უკრაინა არ ადასტურებს.