არის რეფორმები, რომელიც ამ ქვეყანამ უნდა განახორციელოს, ძლიერი შეშფოთებაა არსებითი რეფორმების იმპლემენტაციის დონესთან და ტემპთან მიმართებაში, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ხავიერ კოლომინამ განაცხადა.
“არის რეფორმები, რომელიც ამ ქვეყანამ უნდა განახორციელოს, ძლიერი შეშფოთებაა არსებითი რეფორმების განხორციელების დონესთან და ტემპთან მიმართებაში, ისევე როგორც უცხოური გავლენების პროექტთან დაკავშირებით, ასევე რეაქციებზე, რომელიც ბოლო დღეებში მოხდა რუსეთის ცალმხრივი გადაწყვეტილების შემდეგ, რომ აღედგინა ფრენები. რეაქციები, რომელსაც ვკითხულობთ და ვხედავთ, არის ჩვენთვის შემაშფოთებელი. მე გადავეცი ეს გზავნილი თქვენს ხელისუფლებას.
ვფიქრობთ, ამგვარმა რეაქციებმა შესაძლოა, შექმნას ჩრდილი, რომ რუსეთის მხრიდან სანქციებისთვის შესაძლო თავის არიდება ხდება ამ კონკრეტულ მომენტში. ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან მკაფიო, ყველა უნდა ვიყოთ უკრაინის გვერდით, ეს არის, რასაც ველოდებით საქართველოსგან და ყველა პარტნიორისგან. რეაქციები, რომელსაც ვკითხულობთ, ჩვენთვის შეშფოთებას იწვევს და ესეც გავუზიარეთ თქვენს ხელისუფლებას“, – განაცხადა კოლომინამ.