თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დაიწყო.
დღევანდელი კენჭისყრა ცხადყოფს, გაიხანგრძლივებს თუ არა რეჯეფ თაიფ ერდოღანი მრავალწლიან მმართველობას, თუ მას ოპოზიციის ლიდერი ქემალ ქილიჩდაროღლუ შეცვლის.
თურქეთში საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა, ხმის მიცემა 17:00 საათამდე გაგრძელდება. უმაღლესი საარჩევნო კომისიის განკარგულებით, 18:00 საათამდე აკრძალულია პროგნოზების გაკეთება, არჩევნებზე კომენტარის გაკეთება და რაიმე შედეგის შეჯამება. პირველი შედეგები 18:00 საათის შემდეგ გამოქვეყნდება.
არჩევნების პირველი ტური 14 მაისს გაიმართა და მასში ერდოღანმა 49,52% მიიღო, ქილიჩდაროღლუმ – 44,88%.