spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მაკა ბოჭორიშვილი – ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ გამოვხატოთ თანადგომა უკრაინის მხარდასაჭერი კოლექტიური ქმედებებისა და ძალისხმევის მიმართ

უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთის მიერ ოკუპირებული რჩება და ჩვენ კვლავ ვაწყდებით რუსეთის უკანონო სამხედრო წარმომადგენლობას საქართველოს ორ რეგიონში. მიუხედავად ამ მყიფე და დაუცველი უსაფრთხოების გარემოსა, საქართველო გამოხატავს სოლიდარობას და ურყევ მხარდაჭერას უკრაინელი ხალხის მიმართ, – ამის შესახებ მაკა ბოჭორიშვილმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მე-12 შეხვედრის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, არ არსებობს სხვა სახელმწიფო, რომელიც არ არის დაცული კოლექტიური უსაფრთხოებისა და ეკონომიკური სოლიდარობის ქოლგით და ამავდროულად, დგას ოკუპაციისა და მეზობელი სახელმწიფოს უკანონო სამხედრო წარმომადგენლობის გამოწვევის წინაშე მის ტერიტორიაზე. ეს ვითარება კი, ბოჭორიშვილის განმარტებით, საქართველოს უნიკალურ მდგომარეობაში აყენებს.

 

“ამჟამად ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში. ევროპული უსაფრთხოება კვლავ რჩება რუსეთის აგრესიის გამოწვევის წინაშე და ცხადია, რომ უსაფრთხოებისა და ერთიანობის უზრუნველყოფა ევროკავშირისთვის მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება.

 

ასევე აშკარაა, რომ ევროპული უსაფრთხოების გარანტია მოითხოვს მშვიდობისა და სტაბილურობის მიღწევას და შენარჩუნებას ევროკავშირის სამეზობლოში. რუსეთის გაუმართლებელმა აგრესიულმა ომმა უკრაინაში დამატებითი დაუცველობა შექმნა ჩვენს რეგიონში. უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% რჩება რუსეთის მიერ ოკუპირებული და ჩვენ კვლავ ვაწყდებით რუსეთის უკანონო სამხედრო წარმომადგენლობას საქართველოს ორ რეგიონში.

 

ეს არის რეალობა, რომელიც საქართველოს უნიკალურ მდგომარეობაში აყენებს ევროპაში. არ არსებობს სხვა სახელმწიფო, რომელიც არ იყოს დაცული კოლექტიური უსაფრთხოებისა და ეკონომიკური სოლიდარობის ქოლგით, ოკუპაციისა და მეზობელი სახელმწიფოს უკანონო სამხედრო წარმომადგენლობით მის ტერიტორიაზე. მიუხედავად ამ მყიფე და დაუცველი უსაფრთხოების გარემოსა, საქართველო გამოხატავს სოლიდარობას და ურყევ მხარდაჭერას უკრაინელი ხალხის მიმართ, რომელიც იბრძვის თავისი ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის.

 

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ გამოვხატოთ თანადგომა უკრაინის მხარდასაჭერი კოლექტიური ქმედებებისა და ძალისხმევის მიმართ და მკაცრად მივყვეთ ჩვენი პოლიტიკის იმპლემენტაციას, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლა საქართველოს მეშვეობით არ მოხდება“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები