spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

უკრაინამ დონეცკის ოლქში ოკუპანტებისგან კიდევ ერთი დასახლება გაათავისუფლა

უკრაინელმა სამხედროებმა წარმატებული კონტრშეტევითი ოპერაციების შედეგად დონეცკის ოლქში კიდევ ერთი დასახლება გაათავისუფლეს. საუბარია სოფელ ნესკუჩნოეზე, – ინფორმაციას მეშვიდე ცალკეული ბატალიონი AREY ავრცელებს.

 

“უკრაინის შეიარაღებული ძალების ტერიტორიული თავდაცვის ძალების 129-ე ბრიგადის უკრაინის მოხალისეთა არმიის მე-7 ცალკეულმა ბატალიონმა AREY-მ მაიორ ალექსანდრე გრიშჩუკის მეთაურობით, გაათავისუფლა დონეცკის ოლქის ვოლნოვახის რაიონის  ველიკონოვოსილკოვის დასახლების თემის სოფელი ნესკუჩნოე”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

დღეს უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ძალებმა ოფიციალურად დაადასტურა ბლაგოდატნოეს რუსი ოკუპანტებისგან განთავისუფლება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები