spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მეუფე გრიგოლი – მხოლოდ აზრთა შეჯერებაში, ურთიერთგაზიარებაში ხდება ჩამოყალიბება იმ აზრის, რომელიც დაგაზღვევს შეცდომისგან

ეკლესია ღვთის სიტყვაზე დგას და ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ იქნება ადამიანის მიერ ღვთის სიტყვა გაგებული და გააზრებული. ეკლესიის ისტორიაში ძალიან ბევრი ადამიანი ცდილობდა განემარტა ღვთის სიტყვა. ერთი ადამიანი ვერასდროს იქნება შეუცდომელი, მხოლოდ აზრთა შეჯერებაში, ურთიერთგაზიარებაში ხდება ჩამოყალიბება იმ აზრის, რომელიც დაგაზღვევს შეცდომისგან, ასეთ ერთობას წარმოადგენს ეკლესია, – ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა ქადაგებისას განაცხადა.

 

“საცდური ყოველ ნაბიჯზე ხვდება ადამიანს, არასდროს არ ხარ შეცდომისგან დაზღვეული. ადამიანი თავის გულში ატარებს რწმენას, მაგრამ არის ხოლმე მომენტები, როცა შენი რწმენა უნდა დაადასტურო საჯაროდ შენი მოქმედებით, რადგან თუ შენ უარყოფ წინაშე კაცთა ღმერთს, სხვები უფრო ადვილად უარყოფენ შენი შემხედვარე განსაცდელის წინაშე რომ დგანან. ამიტომ ყოველთვის კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ვინც უარყოფს ღმერთს წინაშე კაცთა, ისიც უარყოფილი იქნება. ადამიანი არ არის ქრისტიანი, თუ მას არ სწამს ღმერთის დანაპირების, ღვთის სიტყვა და ამ სიტყვის ჭეშმარიტებისა. შენი ცხოვრება უნდა იყოს სწორედ დადასტურება ღვთისადმი ერთგულებისა და რწმენისა.

 

ვეცადოთ, რომ უპირველესად ღმერთის წინაშე მოვიწონოთ თავი, კაცთა წინაშე, რომ ცდილობს ადამიანი მოიწონოს თავი, ამ მოწონებაში ხშირად სასაცილოდ კი ხდება, ერთადერთი, ვის წინაშეც უნდა მოიწონო თავი, ეს არის ღმერთი, შენი შემოქმედი და არასდროს შეგრცხვეს მის წინაშე შენი კუთვნილებისა. ქრისტიანს უნდა ჰქონდეს საიმისო ენერგია და ძალა, რომ ღმერთი აღიაროს და აღიარება ორგვარია – აღიარება სიტყვით და აღიარება საქმით.

 

ჩვენს რწმენას ნუ მოვაქცევთ მხოლოდ რიტუალიზმის ჭურჭელში, არამედ მეტი სიღრმე და სივრცე მივცეთ, რათა ჩვენმა რწმენამ დაფაროს მთელი ჩვენი არსება და სიცოცხლე დაბადებიდან გარდაცვალებამდე. კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ, რომ სიკვდილი არ არსებობს, მაგრამ არსებობს შობა, რომელიც უფლის წიაღში გადასვლას ნიშნავს”, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა. 

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები