spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სილვიო ბერლუსკონი გარდაიცვალა

87 წლის ასაკში იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი გარდაიცვალა, – ინფორმაციას იტალიური გაზეთი Corriere della Sera ავრცელებს.

 

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ბერლუსკონი მილანის სან-რაფაელის საავადმყოფოში გარდაიცვალა, სადაც 9 ივნისს გადაიყვანეს.

 

იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ექვს კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში ქრონიკულ ლეიკემიასთან ფილტვების ინფექციაზე მკურნალობდა და საავადმყოფოდან გასულ თვეში გაწერეს.

 

აღსანიშნავია, რომ ბერლუსკონი მხარს უჭერდა ვლადიმერ პუტინს და მისი მოწვევით რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ყირიმშიც იმყოფებოდა. ბერლუსკონის “პუტინის მეგობარს” და “პუტინის რუპორს” უწოდებდნენ, მათ შორის მან არაერთხელ დაუჭირა მხარი და გაამართლა აგრესორი ქვეყნის ქმედებები უკრაინაში.

 

სილვიო ბერლუსკონი დაიბადა 1936 წლის 29 სექტემბერს მილანში. იტალიის მთავრობას ოთხჯერ ზელმძღვანელობდა (1994-1995, 2001-2005, 2005-2006, 2008-2011).

 

ის იტალიის პოლიტიკაში 57 წლის ასაკში გამოჩნდა. ბერლუსკონი გახდა პირველი მულტიმილიარდერი, რომელიც სათავეში ჩაუდგა ევროპული სახელმწიფოს მთავრობას.

 

ბერლუსკონი იტალიის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი იყო. ჟურნალ Forbes-ის მიხედვით, 2011 წელს იგი 118-ე ადგილზე იყო მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში 7,8 მილიარდი დოლარის ქონებით. იყო სადაზღვევო მაგნატი და ბანკებისა და მედიის მფლობელი.

 

2012 წლის 26 ოქტომბერს სილვიო ბერლუსკონი საგადასახადო თაღლითობის გამო გაასამართლეს და 4 წელი მიუსაჯეს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები