spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

დავით კირკიტაძე – თუ გსურთ ევროპულ გზაზე გვქონდეს პროგრესი, აუცილებლად უნდა იყოს გათავისუფლებული პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანები

“თუ მართლა გულწრფელად გსურთ ევროპულ გზაზე ჩვენ გვქონდეს პროგრესი, აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი, აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს ნიკა გვარამია და პოლიტიკური ნიშნით დაკავებული სხვა ადამიანები“, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა დავით კირკიტაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

 

დეპუტატის თქმით, ევროკავშირში არ არიან ისეთი ქვეყნები, რომლებსაც პოლიტიკური პატიმრები ჰყავთ.

 

“ეს იქნება მნიშვნელოვანი ბიძგი იმისათვის, რომ ერთობლივად ყველამ, მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ,  ევროპული კოლეგები დავარწმუნოთ იმაში, რომ ჩვენ მართლა ვიმსახურებთ სტატუსს, ჩვენ ვართ მართლა ძირძველი ევროპული ცივილიზაციის ნაწილი“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები