spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი ქადაგიშვილი – გინდოდათ ჩამოგეშალათ ეს პარლამენტი, არ გამოგივიდათ, ჩამოგეშალათ პარტია და ეგ რუსული ნარატივი შეგრჩებათ ალალად

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, საქართველოს დელეგაციების წარმატებულმა ვიზიტებმა, ანუ იმ ფაქტმა, რომ საქართველოს საპარლამენტო თუ სამთავრობო დელეგაციებმა რომ მოახერხეს ევროპის ყველა მინდორზე ჩვენი ქვეყნის პოზიციების სწორად წარმოჩენა, ოპოზიცია ფაქტობრივად წყობიდან გამოიყვანა.

 

“აგერ მაგალითი იმისა, როგორი გააფთრებული შეტევა მიიტანეს საქართველოსათვის ამ მნიშვნელოვან მომენტში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციების მიერ მიღწეულ პროგრესზე. ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, რომ აუტანელია რადიკალური ოპოზიციისათვის ნებისმიერი წარმატება, რასაც შეიძლება საქართველომ მიაღწიოს, მათ შორის, ევროინტეგრაციის გზაზე“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

მისივე შეფასებით, ეს აუტანლობა გამოწვეულია იმ ტკივილით, რასაც ჰქვია ამ ხელისუფლების წარმატება და მათი რევოლუციური სცენარის არგანხორციელება.

 

“შესაბამისად,  მათ ტერმინოლოგიაში მაშინვე ერთვება  ერთადერთი საყვარელი სიტყვა „რუსული, რუსეთი“. ანუ ამათ კარგად იციან რით დაზიანდნენ თვითონ, როცა რუსული პოლიტიკის პროვოცირებაში იყვნენ პირველები ანკესზე წამოგებულები, როდესაც ამის შედეგად რუსეთს უთმობდნენ ყველა სტრატეგიულ ობიექტს, როდესაც რუსეთს დაჩოქილი პრეზიდენტი სააკაშვილი ეხვეწებოდა ყოველგვარი პირობის გარეშე მზად ვარ პუტინს დაველაპარაკოო, ანუ ეს ტკივილი რუსეთისგან მიღებული მათ თავიანთი, ასე ვთქვათ, პოლიტიკის შედეგად, კარგად ახსოვთ და ამიტომ უნდათ ახალ ეს ტკივილი თავს მოახვიონ არა მარტო ხელისუფლებას, არამედ მთელ ქართულ საზოგადოებას. ამიტომ კიდევ ერთხელ გეუბნებით, ის რაც დაგემართათ ადრე, ის რაც გინდოდათ რომ დამართოდა  ამ პარლამენტს და ჩამოგეშალათ ეს პარლამენტი, არ გამოგივიდათ. ჩამოგეშალათ პარტია და ეგ რუსული ნარატივი შეგრჩებათ ალალად ბოლომდე“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები