spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბორჯომში, რუსთაველის ქუჩაზე სამი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის სახურავებისა და ფასადების მოწყობა მიმდინარეობს

ბორჯომში, რუსთაველის ქუჩაზე, სადაც სამი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის სახურავებისა და ფასადების მოწყობა მიმდინარეობს, სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.

 

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში სრულად იცვლება  – სახურავები, ხის კარ-ფანჯრები ალუმინისა და მეტალპლასტმასის კარ-ფანჯრებით, აივნების მოაჯირები, ასევე შებათქაშდება ფასადები, ცოკოლი მოპირკეთდება ბუნებრივი გრანიტით, ფასადებზე მოეწყობა დეკორატიული განათება.

 

“საკურორტო ქალაქის იერსახის გალამაზება, მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, შესაბამისად, საცხოვრებელი სახლების ფასადების, სადარბაზოებისა და მიმდებარე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მომავალშიც იგეგმება.

 

ფასადების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, 2020-2022 წლებში, ჯამში, 11 მრავალბინიან საცხოვრებელი სახლის ფასადის რეაბილიტაცია განხორციელდა”, – აცხადებენ მუნიციპალიტეტის მერიაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები