spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პოდოლიაკი – ხომ არ ჯობია, რაც შეიძლება მეტი იარაღი პირდაპირ ბრძოლის ველზე გადმოიტანოთ და აგრესორი აქ და ახლა “დაამშვიდოთ“?

დასავლეთის ქვეყნებმა უნდა გადასცენ ტექნიკა უკრაინაში, რომელიც ანგარებში იმტვერება, ახლა ის ბრძოლის ველზე უფრო საჭიროა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი სოციალურ ქსელში წერს.

 

პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ გახდა “მშვენიერი შესაძლებლობა” მრავალი ევროპული ქვეყნისთვის მომგებიანად გადაიარაღებისთვის. მათ შეუძლიათ გასცენ მოძველებული იარაღი და მიიღონ ახალი აღჭურვილობა სტრატეგიული პარტნიორების ხარჯზე.

 

ამასთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა აღნიშნა, რომ დასავლეთის ქვეყნებს ახლა არ სჭირდებათ იარაღის ასეთი დიდი რაოდენობა, თუ რუსეთი ევროპისთვის მთავარი სტრატეგიული საფრთხეა.

 

“დღეს ბევრი ქვეყნის ანგარები სავსეა თანამედროვე სამხედრო ტექნიკით, რომელიც მტვრითაა დაფარული და გამოყენება არ იგეგმება… ხომ არ ჯობია რაც შეიძლება მეტი იარაღი პირდაპირ ბრძოლის ველზე გადაიტანოთ და აგრესორი აქ და ახლა “დაამშვიდოთ“?, – წერს პოდოლიაკი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები