ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს, მასში 325 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღი და აღჭურვილობა შედის, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
”უსაფრთხოების დახმარების ეს პაკეტი მოიცავს კრიტიკულ საჰაერო თავდაცვას, HIMARS-სთვის დამატებით საბრძოლო მასალას, საარტილერიო ჭურვებს, ტანკსაწინააღმდეგო იარაღს, ჯავშანტექნიკას და სხვა აღჭურვილობას, რომელიც საჭიროა უკრაინის ძალების ბრძოლის ველზე გასაძლიერებლად”, – განაცხადა ბლინკენმა.
პენტაგონის ცნობით, უკრაინისთვის 325 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს:
დამატებითი საბრძოლო მასალას NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის; საზენიტო სისტემებს Stinger; დამატებით საბრძოლო მასალას HIMARS-ისთვის; 155 მმ და 105 მმ საარტილერიო ჭურვებს; 15 ქვეით საბრძოლო მანქანა Bradley-ს;10 ჯავშანტრანსპორტიორ Stryker-ს; Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს; ოპტიკურად მართვად რაკეტებს (TOW); ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს AT-4; 22 მილიონზე მეტ მცირე ზომის იარაღის ვაზნას და ყუმბარას; საბრძოლო მასალას დაბრკოლებების განადგურების მიზნით; ტაქტიკური უსაფრთხო კომუნიკაციის დამხმარე მოწყობილობას; სათადარიგო ნაწილებს და სხვა საველე აღჭურვილობას.