ოდესაზე რუსი ოკუპანტების სარაკეტო თავდასხმის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 13 კი დაშავდა.
ოპერატიული სარდლობის “სამხრეთის“ ინფორმაციით, ღამით ოკუპანტებმა ოდესაში ოთხი “კალიბრის“ რაკეტა ისროლეს. დარტყმა შავ ზღვაში მყოფი გემიდან განხორციელდა.
საჰაერო ბრძოლის შედეგად აფეთქების ტალღამ დააზიანა ბიზნეს ცენტრი, სასწავლო დაწესებულება, საცხოვრებელი კომპლექსი, კვების ობიექტები და მაღაზიები ქალაქის ცენტრში. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია ექვსი ადამიანი.
გარდა ამისა, ერთ-ერთი სავაჭრო ქსელის საწყობში რაკეტის დარტყმით მტერმა 1 ათასი კვადრატული მეტრის განადგურება გამოიწვია. ხანძარი 400 კვ. მ-ზე გავრცელდა.
შედეგად საწყობის სამი თანამშრომელი დაიღუპა, შვიდი დაშავდა.
ამჟამად ნანგრევების გაწმენდა მიმდინარეობს, რომელშიც შესაძლოა, ადამიანებია მოყოლილი.