spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“ნაცისტების ჯგუფია, ესენი არიან პროვოკატორები, რომლებსაც ფულს უხდიან”

ინტერნეტში 2021 წლის 1 აპრილით დათარიღებული აუდიოჩანაწერი ვრცელდება, რომლის მიხედვითაც, რუსი პროპაგანდისტის ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ჩამოსვლის მეორე დღეს, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე ჯერ მარკ ზილბერკვიტს ესაუბრება, შემდეგ კი პოზნერს თბილისში მომხდარის გამო ბოდიშს უხდის. 

 

სატელეფონო საუბრის ჩანაწერს Cyber Kmara ავრცელებს, თუმცა მათი ავთენტიკურობა დადასტურებული არ არის.

 

აბაშიძე რუსი პროპაგანდისტის საქართველოში ჩამოსვლის გასაპროტესტებლად აქციაზე გამოსულ მოქალაქეებს “ზონდერებს”, “მოსყიდულ პროვოკატორებსა” და “ნაცისტების დაჯგუფებას” უწოდებს. 

 

მისივე თქმით, ეს ადამიანები “სააკაშვილის მიერ იყვნენ დაფინანსებულები”.

 

“ეს ნაცისტების ჯგუფია, ასეთი რეაქცია ადამიანის აზრის გამოხატვის გამო, კვერცხების სროლა და მსგავსი ბარბაროსულია, ეს რამდენიმე ათეული ადამიანისგან შემდგარი ჯგუფია, რომელსაც ფულს სააკაშვილი უხდის, ესენი არიან ზონდერები, რომლებიც უკვე მერამდენედ აწყობენ მსგავს რაღაცას. სიტუაცია ახლა ცოტა არასტაბილურია, მაგრამ როგორ უნდა გითხრათ, რომ არ ჩამოხვიდეთ, რატომ არ უნდა ჩამოხვიდეთ, რატომ უნდა გეშინოდეთ ამ ხალხის? ამ ხალხის ქმედებებს გამართლება არ აქვს, ესენი არიან პროვოკატორები, რომლებსაც ფულს უხდიან”, – ისმის ჩანაწერებში.

 

ვლადიმირ პოზნერი და მისი მეგობრები თბილისში 2021 წლის 31 მარტს დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდნენ. ისინი ქვეყანაში დარჩენას 3 აპრილამდე გეგმავდნენ.

 

ქართველი აქტივისტები პოზნერს საპროტესტო აქციით დახვდნენ.  აქტივისტებმა, პოლიტიკოსებთან ერთად პოზნერის საქართველოდან გაძევება მოითხოვეს. სამოქალაქო პროტესტის გამო პოზნერმა და მისმა თანმხლებმა პირებმა რესტორანი პოლიციის კორდონის გავლით დატოვეს, მეორე დილით კი საქართველოდან წავიდნენ.

 

<iframe width=”560″ height=”315″ src=”https://www.youtube.com/embed/BoM3CmWKKDM” title=”YouTube video player” frameborder=”0″ allow=”accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share” allowfullscreen></iframe>

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები