spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი ჩიქოვანი – მათი პოლიტიკური ინტერესი არის ერთი, საქართველოში არ უნდა იყოს არავინ და არაფერი, თუ ისინი არ არიან ხელისუფლებაში

ოპოზიციის პოლიტიკური ინტერესი არის ერთი – საქართველოში არ უნდა იყოს არავინ და არაფერი, თუ ისინი არ არიან ხელისუფლებაში – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ჩიქოვანმა “იმედის” ეთერში განაცხადა. 

 

მისივე თქმით, პროცესი ახალი გამწვავების ფაზაში შევიდა და ეს არის გაგრძელება იმ საბოტაჟისა, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია ახორციელებს საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ. 

 

“მათ ვერ წარმოუდგენიათ, არ აქვთ შეგნებული და გააზრებული, თუ რამხელა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე დგას საქართველო და რაოდენ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველამ ერთიანად ვიმოქმედოთ, მაგრამ მორიგ ჯერზე ისინი საკუთარ პოლიტიკურ დღის წესრიგს აყენებენ. მათი პოლიტიკური ინტერესი არის ერთი – საქართველოში არ უნდა იყოს არავინ და არაფერი, თუ ისინი არ არიან ხელისუფლებაში. ეს არის წამწუხარო რეალობა, რაც გვაქვს“ – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა. 

 

მისივე თქმით, გამწვავება დაკავშირებულია იმასთან, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან აქტიური, ფართოდ გაშლილი საგარეო პოლიტიკური აქტივობები. 

 

“გვაქვს ძალიან მაღალი დონის შეხვედრები როგორც პრემიერ მინისტრის, ისე საგარეო საქმეთა მინისტრის და საპარლამენტო დელეგაციების დონეზე, რომლის მიზანია ყველას დავანახოთ, რომ საქართველოს აქვს პროგრესი და ის გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იყო ივნისში და საქართველოს მხოლოდ ევროპული პერსპექტივა მიენიჭა, იყო მცდარი და გეოსტრატეგიულად არ არის გამართლებული გადაწყვეტილება“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები