spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბლინკენი – ჯერჯერობით არ არსებობს იმის ნიშნები, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად ემზადება

არ არსებობს იმის ნიშანი, რომ რუსეთი ემზადება ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად. შესაბამისად, შეერთებული შტატები ვერ ხედავს მიზეზს, რომ შეცვალოს საკუთარი ბირთვული პოზიცია, – აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

 

მისი კომენტარი მას შემდეგ გაკეთდა, რაც ვლადიმერ პუტინმა პარასკევს განაცხადა, რომ რუსეთს შეუძლია “თეორიულად” გამოიყენოს ბირთვული იარაღი, თუ მის ტერიტორიულ მთლიანობას ან არსებობას საფრთხე დაემუქრება, მაგრამ ამის საჭიროება არ არსებობს.

 

გასულ თვეში რუსეთისა და ბელარუსის თავდაცვის მინისტრებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ბელარუსში რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგების შესახებ. კერძოდ, კრემლი გეგმავდა მინსკისთვის “ისკანდერ-მ” სარაკეტო სისტემის გადაცემას, რომელსაც ბირთვული ქობინით რაკეტების

 

გაშვება შეუძლია. თუმცა, ბირთვულ იარაღზე კონტროლი მაინც უნდა დარჩეს რუსეთთან, მიუხედავად იმისა, რომ ალექსანდრე ლუკაშენკომ უკვე დაიწყო საუბარი ბირთვულ დარტყმებზე.

 

ცოტა ხნის წინ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მან არა მხოლოდ სთხოვა, არამედ “უკვე მოითხოვა”, რომ პუტინს მისთვის ბირთვული იარაღი მიეწოდებინა.

 

16 ივნისს პუტინმა განაცხადა, რომ ბირთვული იარაღი თითქოს უკვე მიტანილია ბელარუსის ტერიტორიაზე.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები