spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“თბილისიდან აგვედევნენ და ორგანიზებული იყო ეს თავდასხმა, ახლა, 60 ორკი მიუვარდა ჩვენს ბავშვებს ბანაკში”

“გირჩი – მეტი თავისუფლების” წარმომადგენელი ანა ყურაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ბორჯომში პარტიაზე მომხდარი თავდასხმა ორგანიზებული იყო.

 

“დილიდან, ტყუილად არ მქონია ეჭვი, რომ თბილისიდან აგვედევნენ და ორგანიზებული იყო ეს თავდასხმა.

 

მალევე, ვატო შაქარიშვილმა დეტალებში აღწერა მთელი პროცესი, რაც ზურაზე თავდასხმის დროს მოხდა.

 

ახლა, 60 ორკი მიუვარდა ჩვენს ბავშვებს ბანაკში, სადაც კადრებში ასევე ჩანს ვატო შაქარიშვილი”, – წერს ანა ყურაშვილი.

 

პარტიის ინფორმაციით, ბორჯომში, სასტუმროში, სადაც “გირჩი – მეტი თავისუფლების” მიერ ორგანიზებული სემინარი უნდა ჩატარებულიყო 60-მდე მოძალადეა მობილიზებული, ისვრიან ქვებს და ემუქრებიან იქ შეკრებილ ახალგაზრდებს, პოლიცია კი არ ჩანს.

 

მანამდე გორში, თავს დაესხნენ პარტიის ლიდერს ზურა ჯაფარიძეს და თვალის არეში დაზიანება მიაყენეს.

 

<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fgirchi.org%2Fposts%2Fpfbid0x346XFTVyZ4RVk6GBtLbWC3Yko7esRuRgM6wXXAaQFeMFSTDF4d6tCrRhfbvfwQGl&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”609″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები