spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თინა ბოკუჩავა – მუდმივი გადაბრალების პოლიტიკა ყავლგასულია, ყველა გადასარევად ხედავს რა ხდება რეალურად

არამც თუ 11, არამედ მხოლოდ სამ რეკომენდაციას მიიჩნევს შესრულებულად ევროკომისია და ეს უკვე ოფიციალურად განაცხადეს ბრიუსელში, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

 

“ქართული ოცნების“ მხრიდან აბსურდი უნდა შეწყდეს. ისინი ვერც საქართველოს მოქალაქეებს და ვერც ჩვენს ევროპელ პარტნიორებს ვერ მოატყუებენ. ყველა გადასარევად ხედავს, რა ხდება რეალურად. დღევანდელი რეჟიმი ყველაფერს აკეთებს, რათა მიზანმიმართულად წაართვას ჩვენს ქვეყანას ევროპული მომავალი. მუდმივი გადაბრალების პოლიტიკა ყავლგასულია და მას არანაირი მოჭიდება არ აქვს არც ქვეყნის ფარგლებს შიგნით და არც მის გარეთ.

 

ბუნებრივია, ოპოზიციის როლიც ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით, რომ რეფორმები განხორციელებულიყო, იქნებოდა ეს დეოლიგარქიზაციის კანონი თუ მართლმსაჯულების რეფორმა, მათ შორის, მაგალითად, ვენეციის კომისიის მოთხოვნების შესაბამისად. ამის პოლიტიკური ნება როცა არ არსებობს, რადგან ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს, არ შეასრულოს რეკომენდაციები და ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს, ამას ოპოზიცია ნამდვილად ვერ აღუდგება წინ“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები