რუმინეთმა უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ რუმინელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა რუმინელ პარტნიორებს ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერისთვის.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა მიიღეს ერთობლივი დეკლარაცია, რომელშიც ბუქარესტმა პირობა დადო, რომ მხარს დაუჭერენ უკრაინას ნატოში გაწევრიანების გზაზე.