spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბორჯომში რევაზ ლაშხის სახელობის ტურნირი გაიმართა

ბორჯომში, ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელის, ბორჯომელი რევაზ ლაშხის სახელობის ტურნირი გაიმართა.

 

ბერძნულ-რომაული სტილის ჭიდაობაში შეჯიბრება ბორჯომის ა(ა)იპ სასპორტო სკოლის ორგანიზებით გაიმართა, რომელში მონაწილეობაც 2007-2008 და 2009-2011 წლამდე დაბადებულმა 300-მდე სპორტსმენმა მიიღო. 28 წონით კატეგორიაში საქართველოს ყველა რეგიონის გუნდები ეჯიბრებოდნენ.

 

გამარჯვებული სპორტსმენები საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ზაალიშვილმა, მერის მოადგილემ გიორგი ტაბატაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ფერაძემ, კულტურის განყოფილების ხელმძღვანელმა შალვა გოგოლაძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მედლებითა და სიგელებით დააჯილდოვეს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები