spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

აშშ-ში “ტიტანის” ეკიპაჟის ხუთივე წევრის დაღუპვა დაადასტურეს

ბატისკაფის “ტიტანის“ ეკიპაჟი, რომელიც „ტიტანიკის“ ნანგრევებში ექსკურსიის დროს გაუჩინარდა, ტრაგიკულ ვითარებაში დაიღუპა, – ამის შესახებ კონტრადმირალმა, აშშ-ის სანაპირო დაცვის პირველი ოლქის მეთაურმა ჯონ მოგერმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, ტიტანიკის ნამსხვრევებთან ახლოს წყალქვეშა ნავის  5 მნიშვნელოვანი ნაწილი იპოვეს, რაც შეესაბამება ხომალდის კატასტროფულად აფეთქების ვერსიას.

 

როგორც მან აღნიშნა, ამ დროისთვის შეუძლებელია იმის თქმა, მოხერხდება თუ არა ცხედრების პოვნა.

 

წყალქვეშა 18 ივნისს გაუჩინარდა. მალევე დაიწყო ძებნა, რომელშიც მონაწილეობდნენ სამხედრო და კომერციული თვითმფრინავები, გემები და მაღალტექნოლოგიური წყალქვეშა აღჭურვილობა შეერთებული შტატებიდან, კანადიდან და საფრანგეთიდან. სამძებრო სამუშაოების დრო შეზღუდული იყო, რადგან ეკიპაჟს საკმარისი ჟანგბადი მხოლოდ ოთხი დღის განმავლობაში ჰქონდა.

 

ბორტზე ხუთი ადამიანი იყო: ბრიტანელი მილიარდერი ჰამიშ ჰარდინგი, წარმოშობით პაკისტანელი ბიზნესმენი, შაჰზადა დავუდი და მისი 19 წლის ვაჟი, რომლებიც ბრიტანეთის მოქალაქეები არიან. ბორტზე ასევე იმყოფებოდნენ ფრანგი მკვლევარი პოლ-ჰენრი ნარგეოლე და OceanGate Expeditions-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი სტოკტონ რაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები